NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან და იმედოვნებს, რომ მათი პასუხი "ჰამასის" თავდასხმებზე პროპორციული იქნება.
"ველოდები, რომ როდესაც დავინახავთ ისრაელის პასუხს, ეს პროპორციული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.