"მაღალი ალბათობით პოლიცია ზეწოლის შედეგად მოქმედებდა" - ლევან ბეჟაშვილი "ენმ"-ის წევრის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაში ჩართული დავით ზაქრაძის  დააკავებას ლევან ბეჟაშვილი გადაცემა "დღის სტუმარში" გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიციის მხრიდან დავით ზაქრაძეზე იერიში არ გაჰკვირვებია.

დავით ზაქრაძე ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, ის წლების განმავლობაში ებრძვის ქართული ოცნების ხელისუფლებას , ამიტომ არც არის გასაკვირი , რომ პოლიციამ იერიში სწორედ მასზე მიიტანა.- ამბობს ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზეც საუბრობს. მისი თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ამიტომ ახლა დავით ზაქრაძის განცხადებას ელოდებიან, რომ დადგინდეს რა მოხდა სინამდვილეში.

მაღალი ალბათობით პოლიცია ზეწოლის შედეგად მოქმედებდა .
ჩვენ ველოდებით , რომ რამდენიმე დღის შემდგომ, დავით ზაქრაძე შესაბამის განცხადებას გააკეთბს, რადგან ყველა ნიშანია იმისა, რომ პოლიცია სწორედ ზეწოლის შედეგად ცდილობდა უკანონო ჩვენების და აღიარების მიღებას.
- ამბობს ბეჟაშვილი

აქვე, ბეჟაშვილი წინასაარჩევნო კამპანიისა და წარსული გამოცდილების შესახებ საუბრობს. 

ჩვენ საარჩევნო კამპანიებში მანამდეც  გვინახავს : მოლოტოვის კოქტეილები, ოფისების დაცხრილვა,დარბევა ,ბილბორდებზე ცეცხლის წაკიდება და ა.შ.
ეს "ოცნების" ჩვეულებრივი სტილია და ველით რომ  პროცესები ასეთ ხასიათს მიიღებს -
აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ,სამტრედიაში "ენმ"-ს წევრი დააკავეს ზაქრაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკაც ჩაატარეს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს.

მოგვიანებით დავით ზაქრაძე  გაათავისუფლეს  პოლიციიდან გამოსული ზაქრაძე ამბობს, რომ იარაღი მას ეკუთვნის და სამართალდამცველებსაც თავადვე ჩააბარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი