ღარიბაშვილის და ორბანის მთავრობებმა ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

10 დოკუმენტს შორის, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებმა მოაწერეს ხელი, ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმიცაა. საქართველოს მხრიდან მას ხელი  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  გიორგი ამილახვარმა, ხოლო უნგრეთის მხრიდან - უნგრეთის შს და კულტურისა და ინოვაციების მინისტრებმა მოაწერეს ხელი:

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. 

საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.

უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი