4 მილიონი კილოგრამი რაკეტები და ბომბები, ასობით დანგრეული შენობა ღაზაში, ჰამასის განადგურებული მიწისქვეშა ბუნკერები და მოკლული ლიდერები, დაბომბილი დამასკოს და ალეპოს აეროპორტები - ისრაელის სარაკეტო შეტევა დასასრულს მიუახლოვდა და სახმელეთო ჯარები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.
ოფიციალური იერუსალიმი არ ცვლის განზრახვას შეცვალოს ვითრება ახლო აღმოსავლეთში და გადაჭრას ღაზის სექტორის პრობლემა. ქვეყნის ამ განზრახვას ჰამასის ტერორისტული და სისხლიანი თავდასხმის ფონზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს დასავლეთი.
შეერთებული შტატების ქვეითი შენაერთები და ფლოტი უკვე ისრაელის სანაპიროსთანაა. თელ-ავივში ჩავიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც - ენტონი ბლინკენის სიტყვები, რომლებითაც მან ებრაულ საზოგადოებას მიმართა, იქცა მთავარ გზავნილად იერუსალიმისთვის და მხარდაჭერის უძლიერეს მტკიცებულებად.
იხილეთ ასევე: