ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. უწყების თქმით, დიპლომატი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელის საგარეო აღნიშნავს, რომ თავდასხმა საელჩოს ტერიტორიაზე არ მომხდარა. ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედია წერს, რომ საელჩოს თანამშრომელი დაჭრეს.
თავდასხმის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.