საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. შეხვედრაზე ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა და ქართველი ხალხის სახელით ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი ხალხის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ელჩს სამძიმრის წერილი გადასცა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს გაუგზავნა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.