გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც "ჰამასის" ქმედებებს გაამართლებს, მხარდაჭერას გამოუცხადებს ტერორიზმს, დაწვავს ისრაელის დროშებს და ტერორისტული დაჯგუფების სიმბოლოებს გამოიყენებს.
შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობა" იქნება.
კანცლერის ეს განცხადება ბერლინიდან გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ასახული იყო, როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. შოლცმა ამას "დაუშვებელი და არაადამიანური" უწოდა.
იხილეთ ასევე: