რუსეთში ნავალნის ადვოკატები დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პოლიციამ დააკავა სამი ადვოკატი, რომლებიც რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის იცავდნენ. დილით მათ ბინებში ჩხრეკა  ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ამ მუხლით, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

აგვისტოს დასაწყისში სასამართლომ ნავალნის 19 წელი მიუსაჯა ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის ახალ საქმეში. ის თავის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. ამავე პოზიციას იზიარებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი