ჰამასი ღაზას ფარად იყენებს - ანალენა ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბარბოკი, რომელიც ისრაელში იმყოფება, ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქ ნეტივოტს ეწვია. ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერბოკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა და პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ჰამასს დააკისრა.

„ჰამასი ახლა უდანაშაულო ადამიანების უკან დგას და ღაზაში მათ ფარად იყენებს. ჰამასმა ღაზას მთელი მოსახლეობა მძევლად აიყვანა. მათი გვირაბები, მათი იარაღის საწყობები და სამეთაურო ცენტრები განზრახ განლაგებულია საცხოვრებელ კორპუსებში, სუპერმარკეტებსა და უნივერსიტეტებში. შესაძლოა, საავადმყოფოებშიც კი“, - თქვა ბერბოკმა.

ისრაელში იმყოფება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ომში მყოფ ქვეყანაში ჩავიდნენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. ისრაელში იმყოფება აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი