პუტინის არალეგიტიმურად გამოცხადებას და რუსეთის დიქტატურად აღიარებას PACE-მა მხარი დაუჭირა | "ოცნება" სესიას არ დასწრებია

გამოქვეყნდა:

43 მომხრე,  არცერთი წინააღმდეგი - პუტინის არალეგიტიმურად გამოცხადებას და რუსეთის როგორც დიქტატურის აღიარებას მხარი ევროსაბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა. საპარლამენტო ასამბლეამ  მიმართვა მიიღო, რომლის თანახმადაც თუ პუტინი, 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ევროპამ მასთან ჰუმანიტარულის გარდა, ყველანაირი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს, რადგან 2000 წლიდან ის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჭრის და კერავს კონსტიტუციას და ევროპის კონტინენტებზე ეს არ უნდა ხდებოდეს. 

PACE-ს რეზოლუციას მხარი საქართველოდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა, რომელიც ახლა სამშობლოში ბრუნდება. სესიას "ქართული ოცნებიდან" არავინ ესწრებოდა, მაშინ როდესაც ევროსაბჭოში დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანია, ამავე დელეგაციის წევრები არიან ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე ხატია წილოსანი და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილის გუნდი რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი