PACE-მა რუსეთს დე ფაქტო დიქტატურა უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, პუტინი არალეგიტიმურად აღიარონ

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო მიმართვა, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, "აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა". 

ასამბლეამ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ინარჩუნებს ძალაუფლებას პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის პოსტზე 2000 წლიდან. 2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლისა და ბალანსის არარსებობის გამო.

"პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, შერწყმულია ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის ნაკლებობასთან, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, გადააქცია რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად", - განაცხადეს პარლამენტარებმა.

ასამბლეამ მიუთითა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და მის შედეგებზე, როგორც მტკიცებულებაზე იმისა, რომ დიქტატურები არის საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე მათი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი