სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს წერილი გაუგზავნა, სადაც გამოხატულია მხარდაჭერა და მწუხარება ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად გამოწვეული მოვლენების გამო.
ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ! - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ელჩს, ჰადას მეიცადს გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატს დღეს შეხვდა.