გუტერეშმა ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, ისრაელის ხელისუფლებას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა. როგორც მისი პრესსპიკერი ამბობს, გუტერეში მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის ხელისუფლებასთან.

ცნობისთვის, ღაზაში სააგენტოს 13 000 თანამშრომელია. მათ შორის, ფრონტის ხაზის თანამშრომლები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები, რომლებიც ფსიქოსოციალურ სერვისებს სთავაზობენ ადამიანებს.

ორგანიზაციის პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ (UNRWA) გამოაცხადა თავისი ოპერაციების გადატანა ღაზას სამხრეთით, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ თანამშრომელს ჩრდილოეთში დარჩენა სთხოვეს.

გაეროში ამბობენ, რომ ისინი მუშაობენ ისრაელთან და ეგვიპტესთან დახმარების უზრუნველსაყოფად და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის "უსაფრთხო ზონების" შესაქმნელად.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი