ისრაელის არამიამ მიმართა ღაზის მოსახლეობას და მოუწოდა საკუთარი "უსაფრთოხებისა და დაცვისთვის", დატოვონ საცხოვრებლები და გადავიდნენ ღასაზ სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში. მოწოდება 1 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.
ისრაელის არმია ფიქრობს, რომ "ჰამასის" მებრძოლები იმალებიან გვირაბებში სახლების ქვეშ და შენობებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ჰამასი" მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
მისივე თქმით, ადრეული ევაკუაციის ბრძანება არის ისრაელის "ჰუმანიტარული ზომების" ნაწილი ღაზის სექტორში. ბოლო ვიდო განახლებაში მან თქვა, რომ მათი მიზანი იყო სიცოცხლის გადარჩენა და დასძინა - "სამოქალაქო პირები ჩვენი მტერი არ არის".
მისი თქმით, სამხედროებს სურთ მინიმუმამდე დაიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი.
"ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება. ეს არ არის მარტივი პროცესი", - თქვა მან ევაკუაციის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევას განახორციელებს "ჰამასის" გასანადგურებლად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ხალხის ასეთი გადაადგილებას "დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე". ისრაელის ელჩმა გაეროში, გაეროს პასუხს "სამარცხვინო" უწოდა.