ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური მოკლეს.
IDF-ის თქმით, მოკლულია მურად აბუ მურადი, რომელმაც გასულ შაბათ-კვირას ხოცვა-ჟლეტის დროს, "დიდი წვლილი შეიტანა ტერორისტების ხელმძღვანელობაში."
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.