"ღამით ისრაელში შეღწევის მცდელობისას, 2 პალესტინელი ტერორისტი მოვკალით" | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასულ ღამეს მათ ღაზის სექტორიდან ისრაელში შეღწევის მცდელობისას, ორი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

IDF-ის თქმით, ორ შეიარაღებულ პირს მათ, ნაჰალ ოზის სამხრეთ თემთან, ტანკიდან ჭურვი ესროლეს.

​ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ამბობენ, რომ დრონით შეტევის დროს გაანადგურეს ტერორისტები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შეჭრას ლიბანიდან ცდილობდნენ. თუმცა, IDF-ის დეტალებზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი