რუსმა ოკუპანტებმა ბერისლავი დაბომბეს | დაიღუპა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ბერისლავი დაბომბეს, რის შედეგადაც 60 წლის ქალი დაიღუპა. ის საკუთარი სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი გუშინაც დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ოკუპანტებმა დრონიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ მანქანას ესროლეს, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 36 წლის ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი