რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ბერისლავი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ოკუპანტებმა დრონიდან ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ მანქანას ესროლეს, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 36 წლის ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მათ გარდა, დაშავდა 79 წლის ქალიც, რომელიც ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.