
ხერსონისა და დონეცკის ოლქების დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბერისლავში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
გასული 24 საათის განმავლობაში, დონეცკში დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 22. დაიბომბა ავდეევკა, უგლედარი და ბოგოიავლენკა.