NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები ალიანსის უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ აისახება და არ შემცირდება.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით, აქ, NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და NATO-ს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვართ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკით. თუმცა, ეს არ შეასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს ცხადია, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც," - განაცხადა სტოლტენბერგმა DW-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: