სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტთან შეერთების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სატუტს შეუერთდა.

მანამდე რომის სტატუტის რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა, 3 ოქტომბერს, მოახდინა. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 22 წავიდა.

ცნობისთვის, 17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტთან შეერთებით პუტინის დაკავების ვალდებულება სომხურ მხარესაც ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი