ჩვენი წევრები იმყოფებოდნენ თბილისში, ან პოლონეთში...| რატომ არ დაესწრო "ოცნება" ევროსაბჭოში კენჭისყრას, სადაც პუტინი არალეგიტიმურად გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

რატომ არ დაესწრო "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც პუტინი არალეგიტიმურად გამოცხადდა, რუსეთი კი დიქტატურად აღიარეს? - განმარტებას ირაკლი ჩიქოვანი აკეთებს და ამბობს, რომ ამ ჯერზე საპარლამენტო ასამბლეაზე მხოლოდ ქეთევან თურაზაშვილი [ალეკო ელისაშვილის პარტია] იმყოფებოდა, ხოლო "ოცნების" წევრები ზოგი თბილისში, ზოგიც კი პოლონეთში, არჩევნების დასაკვირვებლად.

ირაკლი ჩიქოვანი ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას, ბრალდებებსაც და ამბობს რომ ევროსაბჭოს დელეგაციაში მის კანდიდატურას  "ქართული ოცნება" არ ბლოკავს და ბოკუჩავას იქ მუშაობის საშუალებას ხატია დეკანოიძე არ აძლევს:

"ამ ჯერზე საპარლამენტო ასამბლეაზე მონაწილეობდა მხოლოდ ქალბატონი ქეთევან თურაზაშვილი. სხვა ჩვენი წევრები იმყოფებოდნენ ან თბილისში, ზოგიერთი მათგანი იმყოფება პოლონეთში, აკვირდება არჩევნებს. მანამდე იმყოფებოდა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და, შესაბამისად ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

მეორეს მხრივ, ასევე მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას, რომელიც ეხება თითქოს იმას, რომ "ქართული ოცნება" საშუალებას არ აძლევს "ნაციონალურ მოძრაობას" მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, ეს არის ქალბატონი დეკანოიძე. იმიტომ, რომ ის არ თმობს საკუთარ ადგილს დელეგაციაში. "ნაციონალურ მოძრაობას," კანონის მიხედვით, აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას," - ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის არალეგიტიმურად გამოცხადებას და რუსეთის როგორც დიქტატურის აღიარებას ევროსაბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო მიმართვა, რომლის თანახმადაც თუ პუტინი, 2024 წლის არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ევროპამ მასთან ჰუმანიტარულის გარდა, ყველანაირი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს

PACE-ს რეზოლუციას მხარი საქართველოდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტიის წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა, რომელიც ახლა სამშობლოში ბრუნდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი