The Times Of Israel-ის ცნობით, ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო, საუდის არაბეთი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრას იწვევს. შეხვედრა ოთხშაბათს, ქალაქ ჯიდაში გაიმართება.
"შეხვედრაზე განიხილება ღაზისა და მის შემოგარენში არსებულ სამხედრო ვითარება, ის პირობები, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას," - ნათქვამია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC), 1969 წელს დაარსდა და მისი წევრი 57 ქვეყანაა.
ასევე ნახეთ: