პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ესაუბრა. მედიის ინფორმაციით, პალესტინის პრეზიდენტმა "ისრაელის თავდასხმების შეჩერების აუცილებლობასა და ღაზაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვაზე" ილაპარაკა.
აბასი ითხოვს ჰუმანიტარულ დერეფნებს ღაზასთვის წყლის, ელექტროენერგიის, საწვავისა და სამედიცინო მარაგების მისაწოდებლად.
თეთრ სახლს ჯო ბაიდენისა და მაჰმუდ აბასის სატელეფონო საუბრის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ისრაელის პრემიერის აპარატის ცნობით, ბაიდენი დღეს ტელეფონით ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრა.