ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა, 15 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 29 ამერიკელი დაიღუპა. აშშ-ის მოქალაქეების გარდაცვალების გარემოებები და ვინაობა, უცნობია. 

თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცნობილია აშშ-ის 15 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგულები.

"აშშ-ის მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რათა დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და მუშაობს ისრაელის მთავრობასთან მძევლების კრიზისის ყველა ასპექტზე," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი