IDF აცხადებს, რომ გასულ ღამეს ღაზაში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორში 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. მათივე ცნობით, საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო ზაიტუნისა და ხან-იუნისის რაიონებიც.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორისაა "ჰამასის" შტაბ-ბინები და სამხედრო შენაერთები, ათეულობით სარაკეტო გამშვები, ტანკსაწინააღმდეგო პუნქტები და სადამკვირვებლო პუნქტები. IDF-ის განცხადებით, ასევე განადგურდა "ისლამური ჯიჰადის" ორგანიზაციის სამხედრო შტაბიც.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი