ღაზაში 200-მდე მძევალი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ | ისრაელის თავდაცვის ძალები

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზას სექტორში "გვირაბების დახვეწილი ქსელია," სადაც "ჰამასს" 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ დამწყვდეული. 

"სავარაუდოდ, მათ მძევლები სხვადასხვა ლოკაციაზე ჰყავთ გადანაწილებული. ნებისმიერი თანამედროვე სამხედროსთვის უაღრესად რთულია ასეთ მჭიდრო ურბანულ ზონაში ბრძოლა, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სასტიკ მტერთან, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია ყველაფრის გამოყენება - ცოცხალი ფარის სახით სამოქალაქო პირების და სამხედრო მიზნებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის",  - განაცხადა კონრიკუსმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი