აშშ თავის მოქალაქეებს ისრაელიდან კვიპროსში საზღვაო გზით გადაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
გემით, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას 16 ოქტომბერს დატოვებს, მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების უახლოეს წევრებს შეეძლებათ სარგებლობა. მგზავრობის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 10-12 საათი იქნება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: