ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს ღაზაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს.
"ნამდვილად მნიშვნელოვანია, ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან ხელგაშლილები დროის მხრივ. გაფრთხილება 25 საათზე მეტია, რაც გავეცით... ახლა კი არ შემიძლია რამის თქმა, გარდა იმისა, რომ დროა, ღაზას მცხოვრებლებმა დატოვონ ტერიტორია," - განაცხადა IDF-ს პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: