"ვიზიარებთ ისრაელის ხალხის ტკივილს" | საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Time of Israel წერს, კატრინ კოლონა ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.

მედიის ცნობით, ისინი საფრანგეთის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს. როგორც კოლონამ განაცხადა, "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შედეგად, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.

"აქ მოსვლა, რა თქმა უნდა, ისრაელის ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის ჩვენებაა. მათ საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადეს. ჩემი ვიზიტით გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს," - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი