ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია.
ცნობისთვის, ისრაელმა ექვსი დღის წინ განაცხადა, რომ ღაზას აქვს "სრული ალყა" და მათ საკვებისა და წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.