"ყველაფერი შესაძლებელია" - ტიკარაძე ფრენების გადადებაზე

გამოქვეყნდა:

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ფრენებს აღდგენის თარიღმა კვლავ გადაიწიოს. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ კვლავ გადაიდოს რეგულარული საერთასორისო ფრენების აღდგენა, ტიკარაძემ უპასუხა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".

დღესდღეობით, ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც არის ამ მომენტისათვის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდ-ინფექციის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით არის დაწესებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი