ისრაელი ლიბანის საზღვართან მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ისინი ტერიტორიიდან საოჯახო სასტუმროებში გაიყვანენ ადგილობრივებს, რომლებიც საზღვართან 2 კილომეტრში ცხოვრობენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" აიღო. ისრაელის ცნობით, კვირას საზღვრის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელზე "ჰეზბოლას" სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელმა ღამით დარტყმები განახორციელა ლიბანზე, მიზნად ისახავდა სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც ეკუთვნის ლიბანის ბოევიკთა დაჯგუფება "ჰეზბოლას". მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი