"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" ისნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატს დააყენებს, ეს მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევა იქნება.
ყოფილი თანაგუნდელები ოპოზიციური შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც". თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის - დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების ნაცვლად, ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე - ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობამ", შესაძლოა, ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი წარადგინოს. პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს, რომ ისანში კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.