"ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაძლოა ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს. პარტიაში განმარტავენ რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია. ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ისანში ახალი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები როგორც პარტიაში ისე სხვა ოპოზიცურ პარტიებთანაც მიმდინარეობს, გადაწყვეტილება კი მომდევნო კვირას გახდება ცნობილი:
გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით, პარტია შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მასში ყველა არგუმენტი იქნება დასახელებული" ამბობს ბეჟაშვილი.
გარდა ამისა, "ებნ"-ში ამბობენ, რომ საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანის დასახელება მაჟორიტარობის კანდიდატად, „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში შეთანხმებული არ ყოფილა
არის კიდევ ერთი საკითხი – ამ ჯგუფის მიერ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის წარდგენა. ეს წარდგენა „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს კი, გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან" ამბობს ბეჟაშვილი.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში
რაც შეეხება საბურთალოს ოლქს, ოპოზიციის სახელით აქ კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ ჯაფარიძე