დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ
ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას ტერორისტებისგან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები", - თქვა სუნაკმა.
მისივე თქმით, ისრაელის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს.
"როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად", - თქვა სუნაკმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ბრიტანეთი ისრაელს დახმარებას ისევ გაუწევს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: