თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები პროკურატურაში მივიდნენ - გოლთეთში ექსპერიმენტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დღეს დილით ისევ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს, ადგილზე  კი დაღუპული პროგრამისტის ავტომობილის იდენტური მანქანა მიიყვანეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იდგა თუ არა პოვნის ადგილას ბაჩალიაშვილის ავტომობილი 4 დღის განმავლობაში. 

ოჯახი დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი გოლთეთის ტყეში 4 დღე არ ყოფილა და ავტომობილი იქ მოგვიანებით მიიყვანეს. 

დაღუპულის მშობლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ტერიტორია უკვე დატოვეს. მათ ახლა პროკურატურაში ელოდებიან. ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

რაც აქამდე დამიგროვდა, არც ერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. მოვითხოვ შუალედური ექსპერტიზის პასუხს და მერე უცხოელი ექსპერტების დასკვნას შევადარებ, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის შეფასებით, გამოძიება ზერელედ მიმდინარეობს.

თუ გავითვალისწინებთ, როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება, როგორ არ ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა ჩატარებულიყო, ყველაფრის ვარაუდის უფლება გვაქვს, - აღნიშნავს უფლებადამცველი.

 შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი