"ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება ამჟამად უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონტიტუციო სასამართლოს მიერ", - წერს სოციალურ ქსელში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
"დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა - გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატი სტატუსი.
ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება ამჟამად უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონტიტუციო სასამართლოს მიერ.
მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის,ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.