შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს დედა სასამართლოში ცუდად გახდა

გამოქვეყნდა:

მცხეთის სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს, სასწრაფო გამოიძახეს. სასმართლო სხდომაზე, ბრალდებული არასრულწლოვანის - ზ.ხ.-ს დედა ცუდად გახდა.

სასამართლოზე კი 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დაცვის მხარე დღეს შესავალი სიტყვით წარდგება და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ დაკავებულებიც. 

ადვოკატები კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რომელიც მათივე თქმით, არასრულწლოვნების უდანაშაულობას ამტკიცებს, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რა მტკიცებულებებზეა საუბარი. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ ერთი ასეთი მტკიცებულება იქნება ის "საიდუმლო ტელეფონი", რომელიც "მთავარ არხს" ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში. 

პროკურორი კი ასეთი ტელეფონის და მიმოწერის არსებობას სიცრუეს უწოდებს, რაც შეეხება საქმის ერთ ერთიო მთავარი მოწმის გური ამირხანაშვილის მორიგ ჯერზე შეცვლილ ჩვენებას, ამაშიც საეჭვოს ვერაფერს ხედავს და მხოლოდ ჩვენების მედიაში გასაჯაროების საკითხი აინტერესებს:

ეს ჩვენება გააჩნია გამოძიებას და ადვოკატებს, ეს პირები იყვენენ გაფრთხილებულები, რაც შეეხება ჩვენების გამოქვეყნებას, პროკურატურა და საგამოძიებო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და სამართლებრივი შეფასება მიეცემა - ამბობს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 6 არასრულწლოვანი განსასჯელიდან ორს ბრალი დაუმძიმდა და მათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, თუმცა დღეს პროცესზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაზე იმსჯელებენ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

პროცესზე ადვოკატები შესავალი სიტყვით გამოვლენ. დღესვე დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც. 

6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე წარმოებად გენერალურმა პროკურატურამ 28 ივლისს გამოყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი