კრემლის პრესსსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, ირანისა და სირიის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. არსებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს შეეხო.
"საუბარი შეეხო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. რუსეთის პრეზიდენტმა გულწრფელი თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელში დაღუპულ ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცედ უარყოფს და გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები", - წერს კრემლის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: