ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სახელმწიფო მედიით მოსახლეობას მიმართა და ისრაელის წინააღმდეგ პრევენციული მოქმედებები დაანონსა.
"პოლიტიკური გადაწყვეტილებების დრო იწურება და ომის გაფართოების შესაძლებლობა გარდაუვალობას უახლოვდება. უახლოეს საათებში არსებობს წინააღმდეგობის ღერძის პრევენციული მოქმედების რეალური შესაძლებლობა. წინააღმდეგობას, მოძრაობას, რომელიც არ არის მხოლოდ "ჰეზბოლა" და "ჰამასი", აქვს მტერთან ხანგრძლივი ომების წარმოების უნარი", - თქვა აბდოლაჰიანმა.
მისივე თქმით, თუ ისინი ვერ დაიცავენ ღაზას, ხვალ მათ საავადმყოფოებში ფოსფორის ბომბებთან ექნებათ საქმე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: