რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემ სოფელში | ღარიბაშვილი ჟურნალისტს "კაკაშაზე" დასმულ კითხვაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს მის ოჯახთან დაახლოებულ პირზე, რომელსაც მოქალაქე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 14 ოქტომბერს "მთავარ არხზე" გავიდა სიუჟეტი, მოქალაქე ყვებოდა, რომ დედოფლისწყაროს სოფელი ხორნაბუჯში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას ჩაუსაფრდნენ, მანქანით გაიტაცეს და ბეისბოლის ჯოხებითა და რეზინის ხელკეტებით, თვითმხილველის თანდასწრებით სცემეს.

ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორად ნაცემი კაცი - გიორგი ბექაური, პრემიერ ღარიბაშვილის უახლოეს ნათესავს, ზურაბ გონაშვილს იგივე "კაკაშას" ასახელებს.

"არასერიოზულია, რას დადიხართ ყოველ შაბათ-კვირას ჩემ მშობლიურ სოფელში. არასერიოზულია თქვენი შოუები, სასაცილოა, ყოველ შაბათ კვირას დადიხართ ჩემ სოფელში, რას დადიხართ, რატომ დადიხართ. [ნაცემი არ არის ეს მოქალაქე?] ტყუილია, თქვენ აკეთებთ რაღაც უაზრო სკანდალებს, იმდენად არასერიოზული საკითხია, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი