ილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი | კალაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იმეორებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რაც სამარცხვინოა, რადგან ის პირველი უნდა იყოს, ვინც დაიცავს მას. კალაძის თქმითვე, ზურაბიშვილი იპიჩმენტს ნამდვილად იმსახურებს.

"რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს", - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კალაძე ზურაბიშვილს გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა: 

"ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს", - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები

პარლამენტი ამ საკითხის განხილვას ხვალ, 18 ოქტომბერს დაიწყებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი