შეიძლება გონივრული ეჭვი მქონდეს, ვინ მისცა ხმა, არ ჩავაგდებ თქვენ ყბაში | იუსტიციის საბჭოს კანდიდატებს ოპოზიციიდანაც დაუჭირეს მხარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ. 

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანთან ჰქონდათ საუბარი ამ საკითხზე. მდინარაძემ თქვა, რომ შეიძლება გონივრული ეჭვი ჰქონდეს ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა კანდიდატებს, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "არ ჩავაგდებ თქვენ ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი".

"კი, ბევრთან, კი ვადასტურებ, მე პირადად მქონია. რამდენიმე ადამიანთან გვქონდა ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მორალურადაც კი ვალდებულები იყვნენ ხმა მიეცათ კანდიდატებისთვის, ზოგადად, რომელს მისცემდნენ ხმას, არ გვაინტერესებდა.

იმიტომ, რომ თუ ოთხივეს მისცემდნენ ხმას, დაუშვათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ გარანტია გვექნებოდა, რომ ვიღაცას ავირჩევდით. მაგალითად, იცით ხომ, ფრიდონ ინჯიას გინდათ, ევროსოცებთან ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით, და მათი დარწმუნება ამგვარად შევძელით, რომ თქვენ მიეცით ყველას ხმა და თქვენ იქნები თქვენ თავთან მართლები, მათ ჰქონდათ თავისი აზრი ერთ-ერთ ძალიან განათლებულ, კვალიფიციურ ქალბატონთან დაკავშირებით და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ კი ბატონო, დაუჭირეთ მხარი ვისაც გნებავთ, ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მინიმუმ 2 ადამიანი ავირჩიოთ, ასეც მოხდა. ასევე ვარწმუნებდით მათ სხვა კოლეგებს, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებს, გვქონდა არაერთ ადამიანთან საუბარი", - თქვა მდინარაძემ.

იხილეთ: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი