"ოცნებას" ზურაბიშვილის გადასაყენებლად უკვე 11 ხმა აკლია | მმართველმა პარტიამ დღეს ახალი დეპუტატი დაიმატა

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად უკვე 11 ხმა აკლია. დღეს მმართველმა პარტიამ გორის მაჟორიტარული ოლქიდან ახალი დეპუტატი - გიორგი სოსიაშვილი დაიმატა და შესაბამისად ახლა მის პარტნიორ პრორუსულ ჯგუფთან ერთად, 89 მანდატს აკონტროლებს.  დღემდე, "ოცნებას" თავის სატელიტებიანად ["ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები"] პრეზიდენტის გადასაყენებლად 88 ხმა ჰქონდა და საჭირო 90-ისთვის, 12 ხმა აკლდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 85 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირეს სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

გიორგი სოსიაშვილი 2023 წლის 1 ოქტომბერს, შუალედურ არჩევნებში, #15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრია.

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ხვალიდან დაიწყებს. საკითხის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სალომე ზურაბიშვილიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი