პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტმა დადგენილების პროექტი მიიღო | ზურაბიშვილმა განხილვაში მონაწილეობა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა "საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე" დადგენილება მიიღო. მას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 8 წავიდა.

როგორც საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში.

დადგენილების თანახმად, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს დასკვნაზე სამ მოსამართლეს - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს - განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ის დღეს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი