„უკრაინაში დაღუპულები თუ არიან გმირები? კი ან არა? ვისთვის? ვიღაცისთვის გმირები არიან… ჩემთვის გმირები არიან." ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში შესაბამის შეკითხვას.
"სამართლებრივად, ეს სტატუსი არა აქვთ, რომელიმე ქვეყნის მოქალაქისთვის შეიძლება არ იყოს გმირი, ჩემთვის პირადად გმირები არიან. როდესაც ადამიანი ზოგადად იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც მე პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. არ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის 10%-იც რომ იყოს იმ განწყობით, რომ ამით ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებს და ჩემი აზრით, იქნება ასეთი, მე ყველას პატივის ვცემ მათ გამო“ ამბობს ბურჭულაძე.
იხილეთ ასევე: