ქვეყნისთვის დღევანდელი მტერი ხვალ შეიძლება გახდეს მოყვარე | ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

დღევანდელი მტერი ხვალ შეიძლება გახდეს მოყვარე - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ახალ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. 

კერძოდ, "გირჩის" დეპუტატს, იაგო ხვიჩიას აინტერესებდა, რატომ არ არის უსაფრთხოების კონცეფციაში განსაზღვრული, ვინაა მტრული სახელმწიფო. 

"დღეს შეიძლება ერთი ქვეყანა იყოს მტერი, ხვალ მეორე ქვეყანა გახდება. შესაბამისად კოდექსის დონის დოკუმენტში მტერი ვინ არის იმის განსაზღვრა სამართლებრივადაც გაუმართლებელია ჩემი აზრით. სხვა ქვეყნებშიც დოქტრინებშიც ნაკლებად გვხვდება, რომ განსაზღვრული იყოს კონკრეტული ქვეყანა.

ანბანი უსაფრთხოების არს ის, რომ გამოწვევები არის ცვალებადი. დღეს შეიძლება ქვეყნისთვის მტერი, ხვალ გახდეს მოყვარე და დღევანდელი მოყვარე ხვალ გახდეს მეტრი" ამბობს ბურჭულაძე

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით 21 სექტემბერს მიიღო.  მას პრეზიდენტმა ხელი 12 ოქტომბერს მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი