"ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ სირცხვილია" | ჯანელიძე Mona.ge-ზე

გამოქვეყნდა:

"ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება უბრალოდ სირცხვილია, ესეც [ცრუ ჩვენება კარტოგრაფების საქმეზე] ტყუილია, შეგიძლიათ მიმართოთ მათ თვითონ... კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის", - ასე ეხმაურება 
"მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე პლატფორმა Mona.ge-ზე მონების ჩამონათვალში მოხვედრას.

 

შეგახსენებთ, რომ "გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერებმა, ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დღეს იმ ადამიანების სია წარადგინეს, რომელთა სახელები და გვარებიც პორტალ Mona.ge-ზე 
განთავსდება. 

პირველ ეტაპზე სიაში მოხვდნენ:

  1. მინდია ჯანელიძე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ხოშტარიას თქმით, 16 ოქტომბერს მან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა;
  2. მიხეილ სადრაძე - კარტოგრაფების და სხვა პოლიტიკური საქმეების პროკურორი;
  3. ირაკლი ყაფლანიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
  4. ხვიჩა ბეგიაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
  5. ელიზა კუნჭულია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
  6. ირაკლი ჩიკაშუა - ირაკლი ჩიკაშუამ განიხილა მარტის აქციებზე დაკავებული, პოლიტიკური პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, ნიკა მოსიაშვილისა და პარტიის თავმჯდომარის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები;
  7. ბერიკა ტალახაძე - ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა ბერიკა ტალახაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა;
  8. რატი ღოღაძე - ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა რატი ღოღაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს სია დღესვე გადაეგზავნება დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოში.

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი გასულ კვირას შექმნა და მისი მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი