ზურაბიშვილი "ოცნების" წინააღმდეგ | პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

დიდი პოლიტიკური შერკინება სახელისუფლებო შტოებს შორის. "ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის დაპირისპირება ხვალ კულმინაციას მიაღწევს. პარლამენტის სხდომათა დარბაზი კიდევ ერთი უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იქნება. პირველად, ქვეყნის მმართველი გუნდი სახელმწიფოს მეთაურისა და მთავარსარდლის გადაყენებას შეეცდება. 

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირისპირ აღმოჩნდება იმ პოლიტიკური კლანის წინაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჯერ მის პრეზიდენტად ასარჩევად და ახლა ასევე ყველაფერს აკეთებს იმპიჩმენტისთვის. "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის, მაგრამ ყველამ იცის, რომ პოლიტიკური მოულოდნელობები გამორიცხული არ არის და შესაძლოა მმართველმა პარტიამ 100 ხმა მოაგროვოს. უკომპრომისო ბრძოლას აპირებს პრეზიდენტიც, რომელმაც გუშინ მმართველ პარტიას მწვავე დაპირისპირება დაუანონსა და დღეს უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი